კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს მიულოცა. ბართლომე პირველი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილესაც ულოცავს და მას სულიერ სიმტკიცეს უსურვებს.
„უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო და ჩვენთა მდაბალთა თანამწირველო, თქვენსა ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედსა და სიხარულით მივუმძღვარებთ სიტყვასა ჩვენსა!
სიხარულითა მოვიკითხავთ თქვენსა ფრიად საყვარელსა და განბრძნობილსა უნეტარესობასა, რაითა თანაზიარ ვიქმნეთ სიხარულითა გულისათა და დაურღვეველითა საკვრელითა გონთ აღმატებულისა მშვიდობისათა, სულიერისა და სიხარულშემოსილისა ლხინისა ამის, მადლითა ღმრთისათა, კურთხეულისა ოთხმოცდაათისა წელიწადისა შობითგან თქვენისა და ორმოცდახუთისა წელიწადისა დღიდან გამორჩევისა თქვენისა!
წელი ოთხმოცდაათი ამქვეყნიურისა ცხოვრებისა თქვენისა, რომელთა ნახევარი ჰმსახურეთ, ვითარცა მწყემსმთავარმან! ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა!
ამისთვისცა წადიერნი შევიქენით გამოთქმად სიხარულისა საპატრიარქოთა და ძმურთა წერილთა ამათ მიერ, სიხარულისა ქრისტეს დიდისა ეკლესიისა და, კერძოდ, ჩვენისაცა, თქვენისა დიდებულისა იუბილისდა გამო, მოძღვნად მადლობისა გულთაგან ჩვენთა ყოველთათვის, რაიცა შესწირენით წინასწარმეტყველისებრითა მოშურნეობითა და კუალადცა შესწირავს მეუფება თქვენი, საყვარელსა, ღმრთისმოსავსა, წმინდათმოყვარესა და ღირსებაშემოსილსა ერსა ქართველთასა და რაისაცა ჭეშმარიტნი მოწამენი შევიქენით ჩვენცა, მხილველნი და მცნობელნი პატივისა, რომლითა გმოსავთ სრულიადცა მორწმუნე ერი ესე!
უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!“ - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის მისალოც წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს 90 წელი შეუსრულდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press