Foto

ტიმოშენკო - დილით საუბრობენ საშობაო ზავის შესახებ, შუადღისას კი მთელ ოჯახს კლავენ

რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი, ჭურვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, ოჯახი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, ეს მოქმედება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის სისულელეს და სისასტიკეს. მან დასძინა, რომ რუსეთი დილით საუბრობს "საშობაო ზავის" შესახებ, შუადღისას კი მთელ ოჯახს კლავენ საშობაო სამზადისის წინ.

„ეს არის რუსეთის მთელი სისულელე და სისასტიკე. დილით საუბრობენ  "საშობაო ზავის" შესახებ, შუადღისას კი მთელ ოჯახს კლავენ. რა სჭირდათ ქმარს, ცოლს და მათ 12 წლის შვილს? ის ფაქტი, რომ ისინი მხოლოდ უკრაინელები არიან? ხალხი შობის აღსანიშნავად ერთად ემზადებოდა, მაგრამ რუსების ცინიკურმა დარტყმამ ისინი საკუთარ სახლში მოკლა“, - განაცხადა ტიმოშენკომ.