რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიებზე 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, აქედან გამომდინარე მათ უნდა მიეცეთ საშუალება დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს.
"იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს", - ვკითხულობთ კრემლის საიტზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press