Foto

ალასანია - გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა სააკაშვილმა დაკარგა გონება

გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს  მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა იყო გონების დაკარგვის გლდანის ციხის შემდეგ, დღეს კი ძალიან გაუჭირდათ მისი მოსულიერება, რაც შეეხება მესამე შემთხვევას, ის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და დასრულდეს ფატალურად.

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, იქნება სახელმწიფოს გარდაცვალება და დემოკრატიის წელში გადატყდომა.

"გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა, დღეს ვივამედის კლინიკაში სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი, დაკარგა გონება ეს იყო მეორე ძალიან მძიმე შემთხევვა გლდანის შემდეგ, დღეს ძალიან  გაუჭირდათ მისი მოსულიერება, მესამე შემთხვევა ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს და დასრულდეს ფატალურად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ეს ის კი არ არის რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, წელში გადატყდება დემოკრატია... ეს არის საერთაშორისო მკვლელობა ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიო დგას ფეხზე." - განაცხადა გიული ალასანიამ.