ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ყალბი და თვალთმაქცურია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.
მიშელი Twitter-ზე წერს, რომ მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი ნაბიჯი უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნებოდა.
"არის აგრესორი - კრემლი და მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები", - ამბობს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press