კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? - ასე ეხმაურება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საშობაო ზავს.
როგორც დანილოვი Twitter-ზე წერს, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა ტყუილი და თვალთმაქცობაა.
"კრემლის პატარა ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ნაძირალებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, ბომბავენ სამშობიაროებს, აწამებენ პატიმრებს? ცეცხლის შეწყვეტა? - ტყუილი და თვალთმაქცობა. უკრაინული ღამის სიჩუმეში დაგკბენთ", - წერს დანილოვი.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press