წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულება ამბობს, რომ 2023 წლის პირველი კვირა სწორედ აღნიშნულის დასტურია.
"ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას", - წერს კულება სოციალურ ქსელში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს“ მართავს და რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან მოლაპარაკებებს ყოველდღიურად აწარმოებს.
„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრის დროს. ზოგიერთი მიიღება მათი შედეგების მიხედვით. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლივ, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაეწყო და ეს სამუშაო იძლევა კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press