თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ უკვე ცხედრის სუნი ასდის და ფერი შეიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ეს ყველაფერი სიმულაციაა".
"თითქმის 500 დღეა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; არის ლაპარაკი იმაზე, რომ იგი ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ მან ფერი შეიცვალა, რომ იგი გონებას კარგავს. მაქვს საფუძველი, გამომდინარე მთელი რიგი ასპექტებიდან, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მით უმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე", - ამბობს ვოლსკი.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მოწამვლის თემა თაღლითობაა და ყველაფერი კი, მიზნად ქვეყნის დაზიანებას ისახავს.
"რაც შეეხება მოწამვლის თემას, რაზეც მისი ადვოკატი, გარემოცვა და თვითონ ის საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რომელსაც საზღვარი არა აქვს... ქვეყნის დაზიანება - ეს არის გეგმა რასაკვირველია. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა არის ფაქტორი, რითაც ეს გეგმა უნდა შესრულდეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press