არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მინისტრმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან.
"არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საშობაო პერიოდისთვის „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწესება დაავალა.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „დროებითი ზავი“ შეიძლება დაიწყოს, როდესაც რუსი აგრესორი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იყენებს ე.წ „ზავს“, რათა დროებით მაინც შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press