ეს არის „რუსული ზავის“ მნიშვნელობა - კლავს ზურგს უკან, იმიტირებს სიჩუმეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ე.წ. საშობაო ზავთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რუსეთის ფედერაციის სიტყვები ყოველთვის "ცინიკური ტყუილია".
"6 იანვარი - საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში. ბავშვები ისევ ცივ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის „რუსული ზავის“ მნიშვნელობა - კლავს ზურგს უკან, იმიტირებს სიჩუმეს. არასდროს მიიღოთ რუსეთის ფედერაციის სიტყვები სერიოზულად. ის ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია", - აცხადებს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. საშობაო ზავის ფარგლებში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთმა უკვე დაარღვია. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქი დაიბომბა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გუშინ, 5 იანვარს გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე უნდა ემოქმედა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press