უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ - თუ გინდათ, პირდად მე ჩამოვალ და წამოვიყვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკმა იულია ლატინინას გადაცემაში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მმართველი პარტია, რომელიც ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად აწამებს და რომელსაც რუსეთი ძალიან მოსწონს, ისტორიაში შავი ასოებით არ ჩაეწეროს.
"უკრაინა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოგვცენ. ექსპრეზიდენტის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. საქართველოს ისტორიისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ის მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურაა. საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ვითხოვთ, რომ სააკაშვილს უკრაინაში მკურნალობის უფლება მიეცეს. თუ საჭიროდ არ თვლიან, რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინას გადასცენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში, სადაც იმ საჭირო სამედიცინო მკურნალობას მიიღებს, რომელიც საქართველოში ვერ მიიღო. ამას ხშირად ვიმეორებთ დიპლომატიური არხებით. პრეზიდენტი ზელენსკიც ხშირად საუბრობს ამაზე. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას სურს, ისტორიაში შავ ლაქად დარჩეს, რომელმაც მიზანმიმართულად აწამა პრეზიდენტი. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. ისეთი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, ეს არ შეიძლება. თუ გინდათ, პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან [სააკაშვილს], პრობლემა არ არის. უბრალოდ მინდა, საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო, რატომ არ უნდათ უკრაინის მხარეს დადგნენ, სწორი არჩევანი მაინც გააკეთონ. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press