Foto

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისია დაბომბეს

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობდნენ.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, რუსეთი ომის ყველა წესსა და საკუთარ რელიგიურ მრწამსს აიგნორებს.

„შეთანხმებული იყო, რომ არ იქნებოდა დაბომბვა, მაგრამ დილით დაბომბეს გაერო-ს ჰუმანიტარული მისიაც კი, რომელმაც ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა", - ამბობს სტარუხი.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთს "მართლმადიდებელ თალიბანს" უწოდებს.