გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მიწერა.
წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვაკარჩუკი ექსპრეზიდენტს "ყველა განსაცდელის დასაძლევად, ფიზიკურ და სულიერ ძალას" უსურვებს.
"ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში, გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას, ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.
მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!", - ნათქვამია ვაკარჩუკის წერილში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press