საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს და მსახიობის ოჯახსა თეატრალურ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
ლამზირა ჩხეიძემ 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
"მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი(ი. ვაკელის "რვალი"), სუზონ(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლიდა(გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი), ფენია(კ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), ქეთო(ვ. როზოვის "ხალისიანი მეგობრები"), ანგელა(გ. სევასტიკოგლეს "ანგელა"), ტანია(ო. ჩიჯავაძის "პირველი მერცხლები"), ციური(გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ივლიტე ბოსტოღანაშვილი(კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მზია(გ. ხუხაშვილის "ზღვის შვილები"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ანგუსტიასი(გ. ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), დარიკო(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), მადლენა ბეჟარი(მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება"), ცოლი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვ. შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიოგადაცემებში", - ნათქვამია თეატრალური საზოგადოების ინფორმაციაში.
ლამზირა ჩხეიძე საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი იყო.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press