Foto

ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია - ალასანია სააკაშვილზე

ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

"ვერაფერს ახალს, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი. არის სისუსტე, წევს ერთი და იგივე მდგომარეობაში. ქრება ადამიანი თვალწინ და ამის ყურება უბრალოდ შეუძლებელია. რასაც ვხედავ, ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა საშუალებას, რომ თუნდაც დისტანციურად დაესწროს [სასამართლო პროცესს]... რაღაც მდგომარეობა არის ხოლმე ხანდახან რომ ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს", - აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს.