არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მეუფე გრიგოლმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სურდა მიხეილ სააკაშვილის მონახულება, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
"მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის, არ ვიცი, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ ვერ მოხერხდა. კიდევ ვეცდები. პირველ რიგში, გავერკვევი თუ რა მოხდა - თუ რეგულაციებია, რომლებიც ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, გასაგებია, თუ სხვაგვარად არის, მაშინ ვეცდებით კიდევ ერთხელ... მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანებმა, მით უმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, უფრო მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მით უმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა", - აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press