Foto

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა ხერსონი აკრძალული საბრძოლო მასალით დაბომბეს

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსებმა ხერსონი აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს

იანუშევიჩი ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ტავრისკის უბანს. მათ თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, - ამბობს იანუშევიჩი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია - მათი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად არ შეიძლება. აღნიშნული ტიპის საბრძოლო მასალის გამოყენება სამხედრო ობიექტებზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.