უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინას შორის მორიგი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, ქვეყანას 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი დაუბრუნდა.
„ჩვენ ვაბრუნებთ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებულ ადამიანებს, ასევე მარიუპოლის დამცველებს, ბიჭებს დონეცკიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის რეგიონებიდან“, - წერს ერმაკი Telegram-ზე.
მისი თქმით, ეს ტყვეთა გაცვლის ბოლო შემთხვევა არ იქნება, რადგან უკრაინის ამოცანა ტყვედ ჩავარდნილი ყველა ჯარისკაცის გათავისუფლებაა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press