მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და შეიძლება ყველაფერი "ძალიან ცუდად დამთავრდეს".
"ბილ ბროუდერი ჩაერთო პროცესში, რომელიც მიეხმარება ჩვენს მხარეს, რომ შედგეს მიხეილ სააკაშვილის სია - "მაგნიტსკის სიის" მსგავსი. მაქვს იმედი, რომ ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის მოწამვლასა და უკანონო პატიმრობაში მიიღო მონაწილეობა... მისი ჯანმრთელობა ყოველდღე უარესდება და შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, ვიდრე მის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები. მათი გამოყვანა ორგანიზმიდან აუცილებელია", - უთხრა ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press