რუსეთმა ხარკოვის ოლქში, შევჩენკოს სასურსათო ბაზარი დაბომბა. უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 60 წლამდე ქალი და დაშავდა 7 ადამიანი.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ დაბომბვა S-300 ტიპის რაკეტებით მოხდა.
"გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის გოგონა დაშავდა", - წერს სინეგუბოვი.
დაშავებულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. თავდასხმის ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები სამაშველო ოპერაციას ახორციელებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press