“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...”, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს. ვოლსკიმ დასძინა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და ილუზიაა, ის რომ უკრაინამ საქართველოს რაიმე უფასოდ გადასცა.
“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...
რაც შეეხება განცხადების არაადეკვატურობას, რა საკვირველია, ეს ახასიათებს ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით...
არა მარტო იარაღის გადაცემაზე არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა და თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს, ჩარტერული რეისები უკრაინიდან და ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა. ამ თემაზე არის ლაპარაკი და ამიტომ ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა და საერთოდ საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვა ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუმალავად, დაუფარავად აცხადებენ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნები, მაგრამ რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რაღაც გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს.”, - განაცხადა ვოლსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press