Foto

უკრაინის უშიშროება - ლიმანიდან უკან დახევის დროს რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან უკან დახევისას დამპყრობლებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს და ქალები გააუპატიურეს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ მოისმინეს რუსების ერთ-ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც დოკუმენტირებულია და მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპანტებმა მაქსიმალური სასჯელი მიიღონ ყოველი დანაშულისთვის

"როდესაც ჩვენ ლიმანი ჩავაბარეთ, რუსმა სამხედროებმა ყველა დაჭრეს, გააუპატიურეს და დახვრიტეს. ხოლო ვინც შედარებით ახალგაზრდა იყო, წაიყვანეს. ქალები, ახალგაზრდები: ყველა სცემეს, დაჭრეს, დახვრიტეს" - ამბობს რუსი ჯარისკაცი.

ცნობისთვის, უშიშროების სამსახურმა 21000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის არმიის მიერ ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე.