Foto

გერმანიის ელჩი - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცულია

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება  სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია.", ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია. მან დასძინა, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ. 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს. საელჩოს წარმომადგენელი ესწრება  სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ცნობები, რომ ბატონი სააკაშვილი მძიმედ არის ავად, შეშფოთების მიზეზია. ჩვენი პოზიციით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცულია. ასევე, მთავრობა არის პასუხისმგებელი პატიმრების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმრებს ჰუმანიტარული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება ჰქონდეთ." - განაცხადა პეტერ ფიშერმა.