უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შტაბში მორიგი შეხვედრა გამართა და ფრონტზე არსებული ვითარება განიხილა.
ზელენსკის თქმით, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტების უდიდესი ძალისხმევა ახლა სოლედარზეა კონცენტრირებული, ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება.
„დღეს მე გავმართე სტავკას მორიგი შეხვედრა. მთავარი აქცენტი კეთდება დონეცკის ოლქსა და ლუგანსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე - ზუსტად იმ რაიონებზე, რომლებიც ამჟამად ყველაზე ცხელია. ბახმუტ და სოლედარი, კრემინნა და სვატოვე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც იცავენ ბახმუტს და აჩვენებენ მაქსიმალურ გამძლეობას. მან ასევე მადლობა გადაუხადა სოლედარში მყოფ ჯარისკაცებს, რომლებიც უძლებენ ოკუპანტების ახალ და კიდევ უფრო მკაცრ თავდასხმებს.
„უკიდურესად რთულია - იქ თითქმის არ არის დარჩენილი მთელი კედლები... ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობის წყალობით, იქ, სოლედარში, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის. მთლიანად განადგურებულია, თითქმის აღარაფერი დარჩა. ათასობით მათი ხალხი დაიკარგა: სოლედარის მიწა არის დაფარული ოკუპანტების ცხედრებითა და დარტყმების ნაწიბურებით. აი, როგორ გამოიყურება სიგიჟე", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. .
ცნობისთვის, უკრაინელი ჟურნალისტის იური ბუტუსოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები ქალაქ სოლედარში რვა დღეა უწყვეტ ბრძოლაში არიან ჩართულნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა „ვაგნერის“ PMC-ის ყველაზე პროფესიონალი წარმომადგენლები ჩართეს ქალაქის აღებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press