არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
ჰოჯესისთვის, რომელიც თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონიძიებას ესწრება, ნათელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და ქართველი ხალხის ნებას შორის დიდი სხვაობაა.
"საქართველოს მსოფლიო რუკაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია. ვერ ვხვდები, საქართველოს მთავრობა რატომ იკრავს ხელ-ფეხს. ვერ ვხედავ პოზიტიურ შედეგებს საქართველოსთვის, რომელიც არ იკავებს უკრაინის მხარეს. სულ მცირე, უკრაინა არის კარგი ტიპი, რუსეთი არის აგრესორი, საქართველო კი, ამ დროს არაფერს აკეთებს. არ არსებობს საქართველოსთვის რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. ქართველების უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს უკრაინას. ჩანს, რომ არსებობს დიდი სხვაობა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და ხალხის ნებას შორის. ხალხის გადასაწყვეტია, სად გინდათ იყოთ", - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press