სამხედრო ვეტერანები და საქართველოს უსაფრთხოების უწყებების ყოფილი წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ.
წერილში, რომელსაც ხელს 200-ზე მეტი სამხედრო აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას.
"პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიულად და მშვიდობიანი გზით გადასცა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები მის მემკვიდრეს. თუმცა, საქართველოს ახალი მთავრობა შეუერთდა რუსეთს და დაიწყო ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირების კამპანია. ბევრი დაიბარეს დაკითხვაზე და აიძულეს ჩვენების მიცემა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა წამოიწყო არაპროვოცირებული თავდასხმა რუსეთზე. ჩვენმა უმეტესობამ ვერ გააგრძელა მსახურება ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკის გამო.
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც 2008 წელს იწინასწარმეტყველა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ვინაიდან უკრაინის გამარჯვება ნიშნავს დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიის ტრიუმფს დიქტატურაზე და ტერორზე მსოფლიოში, სააკაშვილის სიკვდილი კატასტროფას და სასოწარკვეთას გამოიწვევს მათთვის, ვისაც სჯერა აშშ-ისა და ევროკავშირის ინსტიტუტების. მას აშკარად აღენიშნება წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნები, მათ შორის შესაძლო მოწამვლა. როგორც ქართული, ისე რუსული ტელევიზიები ღიად დასცინიან ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ბრალდებებისა და დამუშავებული ვიდეოების გამოყენებით. ეს საშინელი ქმედებები განხორციელდა მთავრობის მიერ, რომელიც ცდილობდა მის დისკრედიტაციას, რათა მოეპოვებინა პრეზიდენტ პუტინის კეთილგანწყობა.
სააკაშვილი საშინელ პირობებში იმყოფება და მოკლებულია სამედიცინო დახმარებას, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის ალბათობას. საქართველოს მთავრობა უგულებელყოფს ევროპული საზოგადოების მოწოდებებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ის და გაუწიონ საჭირო სამედიცინო დახმარება. გთხოვთ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნულია წერილში.
გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press