Foto

ქადაგიშვილი ჰოჯესზე - ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია

„როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია.", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

მისივე თქმით, ჰოჯესი ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაშია ჩართული და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. მან დასძინა, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ფინანსტური ინტერესიც ახლდეს, ვინაიდან, როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა გარკვეული ანაზღაურების საფუძველია.

„როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის სასარგებლო განცხადებებს. შეიძლება ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, მაგრამ როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ არ არსებობს რისკი ომში ჩართვისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს ისტორიის სწორ მხარეს.