გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში, ხარკოვში ჩავიდა.
ბერბოკის თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს დასავლეთის სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინა მხედველობაში იყოს ყოველთვის ამოღებული და მაქსიმალური ყურადღება იყოს გამახვილებული მასზე, როგორც ევროპული ოჯახის ერთ-ერთ შემადგენელზე.
„უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალინა ბერბოკი არის პირველი დასავლელი მაღალჩინოსანი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press