რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ლიდერის თქმით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიის შეჩერებას სჭირდება.
„დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია - ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არც ერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა, საჭიროა, დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას შეუძლია პარტნიორებისგან...
თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინისა და თავისუფლების დაცვაში! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press