ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კოლაბორაციონიზმის ფაქტებთან დაკავშირებით 2 300-მდე სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესმდივანმა, მარიანა რევამ "5 канала"-ს ეთერში ისაუბრა.
პრესმდივნის განცხადებით, პოლიცია ყველა შესაძლო შემთხვევას აფიქსირებს, იძიებს და დამნაშავეებს ავლენს.
„ჩვენ უკვე გვაქვს თითქმის 2 300 სისხლის სამართლის საქმე კოლაბორაციონიზმის ფაქტებზე. კოლაბორაციულ საქმიანობას საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს - დაწყებული მტრის მხარდაჭერით სოციალურ ქსელებში, აგრესიის გამართლებით და დამთავრებული საოკუპაციო ხელისუფლების მსგავსი პოზიციებით", - აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესმდივანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press