ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, სტიუარტ ფინკელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არასწორი მკურნალობა უტარდება.
გასტროენტეროლოგმა სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემოდა მედიკამენტები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაფერისი არ იყო.
"მან მიიღო არასწორი მკურნალობა. მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომელიც ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, თუმცა არ უნდა იყოს მიცემული ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც ჰქონდათ ისტორიაში წყლული ან ამ მომენტში აქვთ. ამიტომაც, ისინი არ უნდა მიცემულიყო,რადგან ამ მედიკამენტებს შეუძლიათ დაამძიმონ ან გააუარესონ პაციენტის მდგომარეობა. ასევე, წონის ასეთი კლება იყო მრავალი ფაქტორი შედეგი, მათ შორის არასწორად ჩატარებული მკურნალობის",- განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press