უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა ვიზიტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
ზელენსკიმ "მარსის ველზე" ლიჩაკოვის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე - უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივის მიგებით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაიღო ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!" - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ლვოვში ასევე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press