"რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული.", - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის საპასუხოდ, რომელმაც ქართულ მხარეს "ბუკის" სისტემების უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა.
მისივე თქმით, ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას საქართველოსთვის იარაღი არ გადაუცია, იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.
"უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს, იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა, ეს საიდუმლო კონტრაქტია, დეტალებში ვერავინ ვერ შედის. რაღაცები, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ჩამოვიდა და აღმოჩნდა ვადაგასული
ომის პროცესში, არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ დამატებითი რისკები.", - განაცხადა დავითულიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press