რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის ახალი მეთაური გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დანიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მის მოადგილედ ყოფილი მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა.
გერასიმოვის მოადგილეების თანამდებობებზე ასევე დაინიშნენ სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი ოლეგ სალუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.
"სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დაინიშნა გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი. მის მოადგილეებად: საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი". – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
შეგახსენებთ, აქამდე ამ პოსტს სერგეი სუროვიკინი იკავებდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press