ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
რეინსალუს თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და როგორ სჭირდება უკრაინას მხარდაჭრა. ესტონეთი მხარს უჭრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოვუწოდე, რომ მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press