Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.
კომპანია, რუსული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბების შესადარებლად, Twitter-ზე სოლედარის 2022 წლის 1-ელ აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარს გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
„უკრაინის ქალაქ სოლედარის დამატებით სატელიტურ სურათებზე (2022 წლის 1 აგვისტო) და შემდეგ (10 იანვარი, 2023), ჩანს შენობები, რომლებიც თვეების განმავლობაში ბრძოლისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად, მთლიანად განადგურებულია“, - ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.
ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press