უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ თავდასხმისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "Точка-У" გამოიყენა.
"ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, არტილერისტებისა და სარაკეტო მებრძოლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად. დაიღუპა 100-ზე მეტი დამპყრობელი, ასევე 2 ტყვიამფრქვევის ეკიპაჟი და 2 ნაღმმტყორცნის ეკიპაჟი", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.
ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press