მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს.
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერით ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ფლანგი "ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო იმაზე, რომ რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ".
"გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე.
რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა.
რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ ჭირდება.
მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს",- წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, გუშინ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიომასალა, რომელიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press