შეცდომაში შევიდა ის საწყალი და ახლა არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? , - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის თემას შეეხო.
მეუფე სტეფანე ასევე გამოეხმაურა მოწოდებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ "Free მხოლოდ კარტოფილი იცის, რაც ნამდვილად გემრიელი და კარგია".
"რას მეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა, ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ახლა სულ ყველა ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით Free რაღაცა, რატომ არ ვყვირით? Free ვიცი კარტოფილი - კარგია, გემრიელია და სხვა Free რა არის, ვერ გავიგე. თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, გააკეთე ის რაც არის სწორი ქვეყნისთვის. ისიც რომ შეცდომაში შევიდა ის საწყალი და იქიდან ახლა არავინ ძალით არ წამოათრევდა და ახლა არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და იქ რაღაცა, ნუ გაიმაიმუნებ თავს და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, ხომ რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? შოუა? მასკარადია? რა ხდება? ვითომ არ იციან რა იყო და როგორ იყო. აქაც ვიღაცები, თურმე ახლა გაიგეს მშვიდობის მტრედია და ყველაფერი მაგრად გააკეთა და ჩვენი ქვეყანა ჰაერში აიყვანა, ისეთი ლამაზი ქვეყანა გახადა - ჩვენი ქვეყანა ლამაზია ღვთისგან", - ამბობს მეუფე სტეფანე.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press