მომდევნო ორი-სამი თვე თითქმის გადამწყვეტი იქნება ომში,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.
"მომდევნო ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - და ისინი თითქმის გადამწყვეტი იქნებიან ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ჩვენი მტერი ემზადება”,- განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ტანკები საკმარისი იქნება ბრძოლის ველზე მტრის დასამარცხებლად.
"დადგა დრო, როდესაც დავიწყებთ მათ მიღებას. მაშინ ყველა პარტნიორი, დარწმუნებული ვარ, შეუერთდება ამ პროცესს და იქნება საკმარისი ტანკები ბრძოლის ველზე მტრის დასამარცხებლად. იქნება ტექნიკა, იქნება იარაღი და ჩვენ რუსებს განვდევნით ყველა ტერიტორიიდან, მიუხედავად ზოგიერთი უცხოელი ფიგურის განცხადებებისა შესვენებისა და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობის შესახებ“,- დასძინა დანილოვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press