უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველომ ანგარიში, რომ გადაარჩინონ ადამიანი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიურად და სამართლებრივად, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს.
"ისინი დაინტერესდნენ დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს, რამდენ ხანში შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რა შეუძლიათ გააკეთონ, დაინტერესებულები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ და ჩვენც ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბატონი ზელენსკის პოზიცია, რაც მან გააჟღერა ოფიციალურად, განვახორციელოთ ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press