უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ადამ დელიმხანოვი მარიუპოლის აღების დროს ჩეჩნეთიდან ჩასულ ჯარებს აზოვსტალზე თავდასხმის დროს მეთაურობდა, გარდა ამისა რუსმა დეპუტატმა საკუთარი ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა კადიროვის პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ის ამართლებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის საზღვრების შეცვლაში თანამონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით.
”მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ზომები მის მართლმსაჯულებამდე მისასვლელად,” - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press