"მშვიდობის სამიტი" 24 თებერვალს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარამ თურქულ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობის იმედი არსებობს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები მთლიანად გავლენ უკრაინის ტერიტორიებიდან და მსოფლიო სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს 10 პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ შესთავაზა. მათ შორისაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის დასჯა სამხედრო შემოჭრისთვის.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press