"ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.", - განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერ იქონიებს ეფექტს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. მან დასძინა, რომ ღარიბაშვილის მთავარიმიზანი მოხალისეთა ნაკადის შეწყვეტა იყო, და ეგეც ვერ შეძლო.
"აქ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წარმოადგენს ქართულ ლეგიონს და ჩვენი წევრია, ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რისთვის იბრძვის. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართული მთავრობის კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ, შეიძლება, დაგვთრგუნოს, მე მგონი, ზედმეტია. აქ ადამიანები არიან წამოსულები იმისთვის, რომ დაიცვან საქართველო.
ასე რომ, ის, რასაც ლაპარაკობს პრემიერმინისტრი, ან ნებისმიერი სხვა წევრი, ვერ იქონიებს ვერანაირ ეფექტს ჩვენზე. მთავარი მიზანი ღარიბაშვილის იყო, შეწყვიტა მოხალისეთა ნაკადი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღე გვიერთდება და ესეც ვერ შეძლო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა უკრაინისკენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ეს განცხადებები. არ მოქმედებს ეს არანაირად მებრძოლების საერთო განწყობაზე და არ აქცევენ ყურადღებას ისევე, როგორც მე არ ვაქცევ.", - განაცხადა მამულაშვილმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press