რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ (ISW) ავრცელებს.
ანალიტიკოსების თქმით, 12 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის სოლის დასახლებაზე, რომელიც მდებარეობს სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით კილომეტრის მანძილზე, თუმცა გენშტაბსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებს არ უთქვამთ, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სოლედარზე, როგორც ისინი ამას სხვა დროს აცხადებდნენ.
ანალიტიკოსების თქმითვე, უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში, რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან გააძევეს.
“რუსმა ბლოგერებმა 12 იანვარს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად სეირნობენ სოლედარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსული ძალების მიერ სოლედარის აღება არ დაუდასტურებია, მაგრამ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ ძალებს დასახლებაში წარმატებული შეტევითი ოპერაციები მიულოცა. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ვეღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში“,- აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 12 იანვრის განცხადება, რომ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში, შესაძლოა გულისხმობდეს თავდაცვით პოზიციებს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა სოლედარში.
ამასთან, როგორც ISW-ში ხაზს უსვამენ, რომ „რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.
ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press