არ მგონია ახლა, რომ კიდევ საინტერესო იყოს რომელიმე პიროვნების, მათ შორის უცხოელი ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოსნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა იხდიდეს თუ არა სასჯელს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ნებისმიერი უცხოელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის განცხადება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოსახლეობისთვის მინიმუმ შეურაცხმყოფელი იქნება.
"ყველამ იხილა პატიმარ სააკაშვილის სიმულაციები საჯაროდ, მერე მისივე ექსპერტის აღიარება, რომ ის ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს ყოველდღე და ასეთ ვითარებაში ცარიელ ბოთლებს მერე ექთნებს ესვრის. ვნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ოროთახიან ლუქს პალატაში. ბუნებრივია, ამ ფონზე ნებისმიერმა თანამდებობის ყოფილმა თუ ახლანდელმა პირმა, მით უფრო უცხოეთიდან, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს საზოგადოებისთვის ეს იქნება მინიმუმ შეურაცხმყოფელი, მაგრამ პოზიცია, ბუნებრივია, არ შეიცვლება იმიტომ, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უშლის ხელს პატიმარი სააკაშვილი, მაგრამ ახლა ვეღარც უშლის. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ამაზე ნუ იღელვებთ. ევროინტეგრაციას ხელს ვერავინ შეუშლის", - აცხადებს მაჭარაშვილი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press