უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომით - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა, ხოლო ევროპა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მსხვერპლად იქცა. ამის შესახებ ორბანმა რადიო Kossuth-თან ისაუბრა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაბამისად, ომში გამარჯვებული შეერთებული შტატებია, წაგებული კი ევროპა.
„არასწორი სანქციების პოლიტიკისა და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში აშშ აუცილებლად იმარჯვებს, ევროპა აუცილებლად აგებს. ამ დროისთვის სადავოა, რუსეთი მოიგებს თუ წააგებს, მაგრამ ისინი ამდენს არ კარგავენ. ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპა არის ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ მიმდინარე კონფლიქტში", - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ევროპა ამერიკული ენერგორესურსების სასარგებლოდ, რუსულზე უარს ამბობს და მათში 5-10-ჯერ მეტს იხდის. აქედან გამომდინარე, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპამ "ამერიკელ მეგობრებს" უნდა დაუსვას კითხვები იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს შექმნილ ვითარებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press