Foto

რუსეთის თავდაცვა - სოლედარის გათავისუფლება 12 იანვარს დასრულდა

რუსეთი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი თითქმის მთლიანად დაიპყრო. ქალაქის დაკავების შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში ამბობენ, რომ სოლედარის "გათავისუფლება" 12 იანვარს დასრულდა.

„12 იანვრის საღამოს დასრულდა სოლედარის გათავისუფლება, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული შეტევითი ოპერაციების გაგრძელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.

ქალაქის აღების შესახებ ინფორმაცია უარყოფო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება".