„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. საარჩევნო კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაასრულეს.
რეგისტრაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მოხდება. მოქალაქეებს რეგისტრაცია ხვალ დილამდე შეეძლებათ:
"დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებზე მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით, ჩვენ ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდება ბმული, რომლის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში გადადის სარეგისტრაციო ფანჯარაში, სადაც შეგყავს პირადი მონაცემები. ამის შემდეგ მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და მისი გააქტიურების შედეგად, ის ხვდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში. თავად რეგისტრაციის პროცესი წარიმართება დღეიდან, მეორე დღის 10 საათამდე",- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.
ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა.
12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press