"მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!", ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იპოვოს მისაღები გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების საკითხს , და სიტუაცია დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო, ხელისუფლების მხრიდან შურისძიებად შეაფასა.
"ვისაუბრე პოლონეთის სახელმწიფოს ქმედებებზე მიხეილ სააკაშვილის დასაცავად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუდმივ მიმართვაზე, იპოვონ მისაღები გამოსავალი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. მე ხაზგასმით აღვნიშნე მცდელობები, რომ ეს საკითხი საერთაშორისოდ აქტუალური გახდეს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მობილიზება მოხდეს.
ვისაუბრეთ, ასევე, ნიკა გვარამიასა და ოპოზიციური მედიის სხვა წარმომადგენლებზე, რომელთა შემთხვევა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც შურისძიება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
საუბარში ასევე შევეხე საქართველოს შიდაპოლარიზაციის პრობლემებს, ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას, მმართველი პარტიის ხაზის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანების დევნას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევას და ღია მხარდაჭერას ბ.ივანიშვილის ხელისუფლების მიერ
მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!", - განაცხადა გოშევსკამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნონა მამულაშვილსა და პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას შორის შეხვედრა შედგა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press